sobota, 19 lutego 2022

გალაქტიკური "სანამ შენ შემჭამ, მე შეგჭამ"

 Arp 282 გალაქტიკების შეჯახება 

სინამდვილეში Arp 282 არის 320 მილიონი სინათლის წლის მანძილით დაშორებული გალაქტიკების წყვილი: NGC 169 ( ქვემოთ) და IC 1559 (ზემოთ). პირველის დიამეტრი დაახლოებით 140 000 სინათლის წელია. ის ირმის ნახტომს, ჩვენს გალაქტიკას, ოდნავ აღემატება, ხოლო მეორე ოდნავ უფრო პატარა, 40 000 სინათლის წლის დიამეტრის, გალაქტიკაა.

საინტერესოა, რომ Arp 282-ის შემადგენელ ორივე გალაქტიკას აქვს კოლოსალური ენერგიული ბირთვები, რომლებიც ცნობილია როგორც აქტიური გალაქტიკური ბირთვები (AGN). თუმცა ამ ფოტოს მიხედვით ამის თქმა ძნელია, მაგრამ რეალურად ეს კარგიცაა რადგან  ხილული გახადა მოქცევითი ურთიერთქმედებები. მოქცევის ძალები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ობიექტის გრავიტაცია იწვევს სხვა ობიექტის დამახინჯებას ან გაჭიმვას. მოქცევითი ძალები მიმართულია ნალები მასის ობიექტიდან და უფრო მაღალი მასის ობიექტისკენ. როდესაც ორი გალაქტიკა ურთიერთქმედებს,  ამ მოქცევითი ძალების გამო, გაზი, მტვერი და მთელი მზის სისტემაც კი განიზიდება ერთი გალაქტიკიდან მეორისკენ. სწორედ ეს პროცესი რეალურად მოქმედებაში ჩანს ამ სურათზე  - წარმოიქმნა მატერიის დელიკატური ნაკადები, რომლებიც ხილულად აკავშირებს ორ გალაქტიკას.

© ESA / Hubble & NASA, J. Dalcanton, Dark Energy Survey, DOE, FNAL / DECam, CTIO / NOIRLab / NSF / AURA, SDSS  

წყარო: https://www.esa.int/ESA_Multimedia/Images/2022/02/A_cosmic_draw


არანაკლებ საინტერესოა ალბათ ისიც, რომ ამჟამად ჩვენი გალაქტიკა, ირმის ნახტომი, თავად ანადგურებს ჯუჯა ელიფსურ გალაქტიკას, რომელიც აპირებს მისი დისკის გავლას.

კიდევ უფრო საინტერესოა, რომ ჩვენზე უფრო დიდი, ანდრომედას გალაქტიკა, ჩვენსკენ მიემართება. ჯერჯერობით ჩვენ მისგან 2,5 მილიონი სინათლის წელი გვაშორებს, მაგრამ ყოველ წამში ის 100 კმ-ით გვიახლოვდება. შედეგად, ორი გალაქტიკა ერთმანეთს დაახლოებით 4,5 მილიარდ წელიწადში შეეჯახება. ერთ უზარმაზარ ელიფსურ გალაქტიკაში გაერთიანების პროცესს, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე მილიარდი წელი დასჭირდება.

Brak komentarzy:

Prześlij komentarz

„უფრო მეტად უნდა მეყვირა“ – ვაჟა თავბერიძის ექსკლუზიური ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან აგვისტოს ომზე 09/08/2019

წინამდებარე ვრცელი, ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან  ინგლისურ ენაზე ჩაწერა   Institute for War and ...