piątek, 25 lutego 2022

ცამეტთა ბრწყინვალება :: wspaniała trzynastka

 

კუნძული ზმეინი, შავ ზღვაში, შედის ოდესის ოლქის შემადგენლობაში. მისი ფართობია 20,5 ჰა. სანაპირო ძირითადად კლდოვანია. 

კუნძულს რუსები თავს დაესხნენ უკრაინაში შეჭრის პირველსავე დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს. დღისით კუნძული დაბომბეს ავიაციით და ზღვიდან. საღამოს კი უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა დაადასტურა, რომ დაკარგა კავშირი მის დამცველებთან და რომ კუნძული დაპყრობილია. მისი ყველა დამცველი, უკრაინის საზღვრის დაცვის ცამეტივე ოფიცერი, დაიღუპა.

https://www.youtube.com/watch?v=LDrFVdms8yk 

13 ukraińskich pograniczników zginęło w wyniku ostrzału dokonanego przez rosyjskich okupantów wyspy Zmeiny. Wyspa została zaatakowana przez Rosjan pierwszego dnia ich inwazji na Ukrainę 24 lutego 2022 roku. Wyspa została bombardowana z powietrza i morza. Wieczorem Państwowa Służba Graniczna Ukrainy potwierdziła, że straciła kontakt z jej obrońcami i wyspa została zdobyta. Zginęli wszyscy jej obrońcy, trzynastu funkcjonariuszy ukraińskiej straży granicznej.


środa, 23 lutego 2022

12.03.1992 , გროზნო

 1992 წლის 12 მარტს გროზნოში ჩატარდა საქართველოს უზენაესი საბჭოს სესია ( დევნილობაში), რომელსაც საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ჩეჩნეთის პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი. მისი თარჯიმნობა ვიქტორ დომუხოვსკის დაევალა. 

ძალიან ამაყობდა ამით და თავისი ცხოვრების ერთ-ერთ საამაყო ფურცლად თვლიდა. 

ხუთ პრეზიდენტთან  მქონია სხვადასხვა დონის საქმიანი ურთიერთობაო 





sobota, 19 lutego 2022

გალაქტიკური "სანამ შენ შემჭამ, მე შეგჭამ"

 Arp 282 გალაქტიკების შეჯახება 

სინამდვილეში Arp 282 არის 320 მილიონი სინათლის წლის მანძილით დაშორებული გალაქტიკების წყვილი: NGC 169 ( ქვემოთ) და IC 1559 (ზემოთ). პირველის დიამეტრი დაახლოებით 140 000 სინათლის წელია. ის ირმის ნახტომს, ჩვენს გალაქტიკას, ოდნავ აღემატება, ხოლო მეორე ოდნავ უფრო პატარა, 40 000 სინათლის წლის დიამეტრის, გალაქტიკაა.

საინტერესოა, რომ Arp 282-ის შემადგენელ ორივე გალაქტიკას აქვს კოლოსალური ენერგიული ბირთვები, რომლებიც ცნობილია როგორც აქტიური გალაქტიკური ბირთვები (AGN). თუმცა ამ ფოტოს მიხედვით ამის თქმა ძნელია, მაგრამ რეალურად ეს კარგიცაა რადგან  ხილული გახადა მოქცევითი ურთიერთქმედებები. მოქცევის ძალები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ობიექტის გრავიტაცია იწვევს სხვა ობიექტის დამახინჯებას ან გაჭიმვას. მოქცევითი ძალები მიმართულია ნალები მასის ობიექტიდან და უფრო მაღალი მასის ობიექტისკენ. როდესაც ორი გალაქტიკა ურთიერთქმედებს,  ამ მოქცევითი ძალების გამო, გაზი, მტვერი და მთელი მზის სისტემაც კი განიზიდება ერთი გალაქტიკიდან მეორისკენ. სწორედ ეს პროცესი რეალურად მოქმედებაში ჩანს ამ სურათზე  - წარმოიქმნა მატერიის დელიკატური ნაკადები, რომლებიც ხილულად აკავშირებს ორ გალაქტიკას.

© ESA / Hubble & NASA, J. Dalcanton, Dark Energy Survey, DOE, FNAL / DECam, CTIO / NOIRLab / NSF / AURA, SDSS  

წყარო: https://www.esa.int/ESA_Multimedia/Images/2022/02/A_cosmic_draw


არანაკლებ საინტერესოა ალბათ ისიც, რომ ამჟამად ჩვენი გალაქტიკა, ირმის ნახტომი, თავად ანადგურებს ჯუჯა ელიფსურ გალაქტიკას, რომელიც აპირებს მისი დისკის გავლას.

კიდევ უფრო საინტერესოა, რომ ჩვენზე უფრო დიდი, ანდრომედას გალაქტიკა, ჩვენსკენ მიემართება. ჯერჯერობით ჩვენ მისგან 2,5 მილიონი სინათლის წელი გვაშორებს, მაგრამ ყოველ წამში ის 100 კმ-ით გვიახლოვდება. შედეგად, ორი გალაქტიკა ერთმანეთს დაახლოებით 4,5 მილიარდ წელიწადში შეეჯახება. ერთ უზარმაზარ ელიფსურ გალაქტიკაში გაერთიანების პროცესს, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე მილიარდი წელი დასჭირდება.

„უფრო მეტად უნდა მეყვირა“ – ვაჟა თავბერიძის ექსკლუზიური ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან აგვისტოს ომზე 09/08/2019

წინამდებარე ვრცელი, ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან  ინგლისურ ენაზე ჩაწერა   Institute for War and ...